fbpx

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონები”-ს პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მთავარი მოედნის, დუმბაძის ქუჩისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონები”-ს პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მთავარი მოედნის, დუმბაძის ქუჩისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. ჩოხატაურში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 5 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, რის შედეგადაც შენობების გათბობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები,მოეწყო ქუჩებისა და რეკრეაციული სივრცეების განათება. „განახლებული რეგიონები“-ს 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი

ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით საინტერესო არ არის. „არ არის საინტერესო შეკითხვა, მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული რაღაც განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა

თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვისძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მათ წარმატებულისაქმიანობისთვის მადლობა…

პრემიერ-მინისტრმა გუთურის საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში იმყოფებოდა, სადაც გუთურის ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერა. განხორციელებული…

14 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით და ღვინის კლუბის ორგანიზებით, 14 მაისს,მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს გაიმართება.…

სამტრედიაში დაიწყო ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში

დღეს თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე დაიწყო ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი…

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს გურიას ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს გურიას ეწვევა მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, რეგიონში მის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა, ასევე ესტუმრება სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ საწარმოებს. მთავრობის მეთაური, 12:15 საათზე, ლანჩხუთის ცენტრში, “განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022” გაიხსნა

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022” გაიხსნა. ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი…

ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური პროცესი, ვიდრე იმისი შეფასება, ამა თუ იმ საკითხში, კითხვარის მიხედვით რამდენად შეესაბამებიან ეს ქვეყნები ევროკავშირს-დიეგო კოლასი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დისკუსია ევროკავშირში…

პრემიერ-მინისტრმა მახათას მთაზე “ჯარის ქალაქის” მშენებლობა დაათვალიერა, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია

პრემიერ-მინისტრმა მახათას მთაზე “ჯარის ქალაქის” მშენებლობა დაათვალიერა, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის…

მიხეილ სააკაშვილზე დარდს ნანუკა ჟორჟოლიანი ღამის კლუბში იქარვებს(ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მეგობარი ნანუკა ჟორჟოლიანი ღამის კლუბში ერთობა, ასეთი ფარისევლები არიან…

თავის პარტიაში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნა ისეთი, რომელიც ეტყოდა სააკაშვილს, რომ შეეწყვიტა შიმშილობა-იუსტიციის მინისტრი

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ რეალურად დადგმულ პოლიტიკურ სპექტაკლსა და კამპანიას, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეიკარნირებული…

ბერმუდაზე მიმდინარე დავამ განაპირობა ის არსებითი გარდატეხა ამ დავაში, როდესაც ინიციატივა პრაქტიკულად ჩვენს ხელში გადმოვიდა-ივანიშვილის ადვოკატი

ეს არის ძალიან მსხვილი მასშტაბის დავა, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანაში და ერთ-ერთი საკვანძო იურისდიქციაა ბერმუდას კუნძული.…

მას შემდეგ, რაც ბერმუდას გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, Credit Suisse-ს აქციები გაუფასურდა-ვიქტორ ყიფიანი

მას შემდეგ, რაც ბერმუდას გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, Credit Suisse-ს აქციები გაუფასურდა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი…

ამ წუთებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე, მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ამ წუთებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონული…