ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან(JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზემუშაობს. პროექტის ფარგლებში, იქმნება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიცდედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთაცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. უკვე დასრულდა, სახელმძღვანელოს სამუშაოვერსიაზე მუშაობა, რასაც ჯანდაცვის მინისტრი და იაპონიიდან სპეციალურადჩამოსული ექსპერტები გაეცნენ.დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელო, ხუთი ძირითადი ნაწილისაგანშედგება და მოიცავს როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის, მშობიარობის შემდგომი,ჩვილობისა და 0-5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგიას.პროექტის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს წიგნის შინაარსსადა სტრუქტურაზე. ასევე, იმაზე რომ ის მორგებული იყოს რეგიონის საჭიროებებზე დაშესაბამისობაში იყოს სახელმწიფო სტანდარტებთან.პროექტში ჩართულები არიან როგორც იაპონელი ექსპერტები, ასევე ქვეყნის წამყვანიმეან-გინეკოლოგები, ნეონატოლოგები, პედიატრები, ოჯახის ექიმები და მეანი ექთნები.ღონისძიების ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებს, დედათა დაბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოზე მუშაობისას გაწეული წვლილისთვისსერტიფიკატები გადასცა.