ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საიუბილეო, სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

მინისტრმა კონფერენციისგახსნით ნაწილში მიიღო მონაწილეობა და სამედიცინო პერსონალს სიტყვითმიმართა.მიხეილ სარჯველაძემ ქართული სამედიცინო სექტორის განვითარებაში,აკადემიკოსის შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომუდიდესია ვახტანგ ბოჭორიშვილის ღვაწლი, სამედიცინო სფეროსა დაგანსაკუთრებით, ინფექციური დაავადებების მართვის მიმართულებით.მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აკადემიკოსმა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობადაუტოვა ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.რიგით მე-9 სამეცნიერო კონფერენცია, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 101წლისა და კლინიკის დაარსების 46 წლისთავს მიეძღვნა.ღონისძიებაზე, მომხსენებელმა ექიმ-სპეციალისტებმა, მსმენელებს, კლინიკურიმედიცინის საკითხები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.განიხილეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის მასალები დასაინტერესო კლინიკური შემთხვევები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება