დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით, თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ” ოფთალმიჯის” ექიმებმა დუშეთის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს. საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ასლამაზიშვილის თქმით, აღნიშნული აქციის მიზანი კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით მათი ქირურგიული მკურნალობაა.
მსგავსი ტიპის აქციები მუნიციპალიტეტში მომავალშიც გაგრძელდება, ამ ეტაპზე კი გამოკვლევა ჩაუტარდა 50-მდე პაციენტს