ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებულიფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება.ტერიტორიაზე, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, უკვე მოწყობილია 836 ანკერი.აღნიშნული სამუშაოები უახლოესი დღეებში დასრულდება და ხიმინჯოვანიკედლის მშენებლობა დაიწყება. სულ მოეწყობა 56 ხიმინჯი.მიმდინარე პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლიბენდელიანთან ერთად გაეცნო.„წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გარკვეული მონაკვეთი დაძრული იყო, რაცგადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. შესაბამისად, დავიწყეთ მისი გამაგრება.პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეს იყო დატერასება, გრუნტისზედმეტი მასის მოხსნა და ფერდის ჩამოწმენდა. ამჟამად მიმდინარეობს ანკერებისმოწყობა. აქვე მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ძალიან მალემოგვიწევს ერთ ზოლზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა, სამუშაოების ბოლოეტაპის წარმოებისთვის. გზის პირას განთავსებული ბლოკები მოიხსნება დამოეწყობა ბეტონის კედელი. ვფიქრობთ, რომ პროექტი მაისის ბოლოს მთლიანადდასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.პროექტის მიხედვით, წყნეთის გზატკეცილზე, დაახლოებით, 950 ანკერი, ფოლადისბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა, რისთვისაცდედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,5 მლნ ლარი დაიხარჯება.ფერდის გამაგრების სამუშაოებს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულვადაზე ადრე, მაისის ბოლოს დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურისგანვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარებისსაქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელიდავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.
