ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს.ამჯერად შეხვედრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობითახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გაიმართა. ცენტრალური საარჩევნოკომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და სსიპახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ბააკაშვილი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა არჩევნებისისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, განსაკუთრებულიაქცენტით არჩევნებში პირველად მონაწილეობაზე, საარჩევნო ელექტრონულიტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციისგავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესზე. გარდა ამისა, გიორგიკალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 4ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვისსამზადისის შესახებ.თავის მხრივ, სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისმნიშვნელობაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზეისაუბრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობისშემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა. მისი თქმით ახალგაზრდებისცნობიერების ამაღლება მათ შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებითგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია.შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ახალგაზრდობისსააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიცახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და მათი ცნობიერების ამაღლებაა.შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახმეტის საოლქოსაარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობითახალგაზრდებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.