ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვი ლიჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსსაქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე დადაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის,ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ.მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების საერთაშორისო ევროპულისტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებითსაარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობებზე. შეხვედრისმონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები დასაჭიროებები.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისპერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრა 18 ივლისს ცესკოში გაიმართა.