ჩრდილოეთ ირლანდიაში მიგრანტების საწინააღმდეგო არეულობები დაიწყო

ჩრდილოეთ ირლანდიაში მიგრანტების საწინააღმდეგო არეულობები დაიწყო. ინფორმაციას ირლანდიური მედია ავრცელებს.

მიგრანტების წინააღმდეგ გამოსვლები ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმინაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მიგრანტებმა ირლანდიელი მოზარდი გოგონა გააუპატიურეს.

საქმის განხილვა სასამართლოში უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი პროცესის დროს მომიტინგეებმა პოლიციას ქვები ესროლეს და რამდენიმე სახლი დაწვეს.

ორშაბათს საღამოს, ორი 14 წლის მოზარდი ადგილობრივ სასამართლოში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით წარსდგა. მედიის ცნობით, სხდომას რუმინელი თარჯიმანიც ესწრებოდა. შემდგომში, მსხვერპლის ოჯახის მხარდასაჭერად სავარაუდო თავდასხმის ადგილთან შეკრებილი ხალხი პოლიციას დაუპირისპირდა, სამართალდამცავ ორგანოებს ქვები და საღებავი ესროლეს, ბარიკადები ააშენეს და სახლების დანგრევა და ცეცხლის წაკიდება დაიწყეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება