ჩინელმა ვეტერინარებმა უხანში მცხოვრები 100 კატის სისხლის ანალიზები შეისწავლეს. გამოკვლევების შედეგად, კატების 15%-ს ახალი ტიპის კორონავირუსი აქვს გადატანილი – აღნიშნული კვლევის შედეგები ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა bioRxiv-ში გამოქვეყნდა.
„სულ მცირე 10 უხანელი კატის ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოვაჩინეთ. ჯერჯერობით უცნობია, შეუძლიათ თუ არა კატებს ადამიანების ინფიცირება, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კატებს ერთმანეთის ინფიცირება შეუძლიათ“, – აღნიშნავენ მეცნიერები.წყაროmetronome.ge/
