ჩვენ, „ხალხის ძალას“, სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტი არ მოგვწონს და ამის წინააღმდეგ ვიბრძვით-სოზარ სუბარი

ჩვენ, „ხალხის ძალას“, სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტი არ მოგვწონს და ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, თუ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს თავს, ჩვენს უფლებებს და ინტერესებს. ამერიკა არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ამიტომ მასზე ნუ ვიქნებით გაბრაზებული, თუ ის ჩვენთან ურთიერთობაში თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამერიკაც, ინგლისიც, ჩინეთიც და ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს თავისი ინტერესები დაიცვას და გაატაროს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ეს კარგია, მაგრამ, როცა ასეთი თანხვედრა არ არის, მაშინ ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. იმას ვერ ვიტყვი, რომ დათმობა არასდროს მოგვიწევს, პოლიტიკა დათმობების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ბუნებრივია, ეს დათმობა უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები არ დავაზიანოთ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება