საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნას საარჩევნო ბარიერის დაწევაზე სოციალური ქსელით ეხმაურება:
“5%-იანი ბარიერის დაწევას მათხოვრობს ის, ვინც ხვალ იტყვის ოცნებამ არჩევნები გააყალბაო, რასაც წინა არჩევნებზეც გვაბრალებდნენ. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ გარდაუვალ მარცხს ჩამოყალიბდით, ინადირეთ ნაცების ელექტორატზე, მაინც ერთის შექმნილები ან მერე ნაყიდები ხართ, გინებით და ფურთხებით წაართვით ერთმანეთს ხმები და გაინაღდეთ ისევ საპარლამენტო ხელფასები.
აბა ქვეყანა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ გაინტერესებდათ და ახლა მითუმეტეს
ჩვენ თქვენ არაფერს დაგითმობთ! არ აკვირდებით, რომ ამერიკული კანონის გარუსებამ, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, არასდროს არაფრის დათმობაც დანერგა? ყველაფერი უკუღმა დაგიტრიალდათ!
არ ხართ მართლები, მტყუანები ხართ და ესაა მთავარი მიზეზი!” წერს დიტო სამხარაძე.