ჩემს შრომით ხელშეკრულებას გამოგიგზავნი ფოსტით, ან შემოირბინე , ხშირად დარბიხარ ხოლმე ჩვენს საპირფარეშოში-ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეს

კლინიკა ,,ვივამედის,დირექტორი ნინო ნადირაძე ,ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს პასუხობს-კი შალვა, არც რეანიმაცია არ გვაქვს, ხელფასსაც ისე ვიღებ და, ალბათ, გერჩივნა, საერთოდაც არ დავბადებულიყავი, მაგრამ, რას იზამ გავჩნდი, ეს ოხერი, ჩემს შრომით ხელშეკრულებას გამოგიგზავნი ფოსტით, ან შემოირბინე ადმინისტრაციაში, ხშირად დარბიხარ ხოლმე ჩვენს საპირფარეშოში🙏🙈 როდესმე სიმართლეს ამბობ ხოლმე? შეგახსენებთ რომ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ ნინო ნადირაძის კავშირი შპს „ვივამედთან“ წერილობითი სახის მტკიცებულებები არ დასტურდება.

„აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლო, სამედიცინო და ფსიქიატრიული კომისიური ექსპერტიზიც დასკვნასთან პირდაპირ ან ირიბთან დაპირისპირებული რაიმე დოკუმენტი, გარდა სეებ-ის 24.01.2023 წლის და მოქალაქე ნინო ნადირაძის ჩვენებისა, რომლის რაიმე კავშირი შპს „ვივამედთან“ არ დასტურდება რაიმე წერილობითი სახის მტკიცებულებები.

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მით უმეტეს დირექტორად. ხოლო სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამგვარი სახელისა და გვარის პირი რეგისტრირებული არ არის აღნიშნული კომპანიის დირექტორად“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება