ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონეპირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაგაიმართა.შეხვედრა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა გახსნა. მანხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულიაინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ყველა ამომრჩევლისთვისთანაბარი პირობების შექმნა.გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტოარჩევნების დროს განხორციელებულ იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნოპროცესში შშმ პირების მონაწილეობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 2025 წლის 4 ოქტომბრისმუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, მათ შორისცესკოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებზე.შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატისდემონსტრირებაც.შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი ცესკოში მრავალი წელიაფუნქციონირებს და მისი მიზანია შშმ ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნოგარემოს შექმნის ხელშეწყობა.ჯგუფის შემადგენლობაში არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისწარმომადგენლები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების,სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები(შშმ პირთა თემებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეულიწარმომადგენლები).