თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ჰუმანიტარული პროცესისა და მისი შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესის აქტუალური საკითხები; პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ნაბიჯები.
შეხვედრაზე დაფიქსირდა პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა.