fbpx

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებების კონვენციის“(CRPD)  ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ  ქართული მიდგომები წარადგინა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, გონივრული მისადაგების პრინციპი, მორგებული სამუშაო გარემო და გრაფიკი, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და უწყების შიგნით ჩატარებულ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა – ამ და სხვა საკითხებზე ბუბა ლომუაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა, რომელიც ღირსეული დასაქმებისა და შემოსავლის საკითხებს დაეთმო.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სისტემის მასშტაბით უწყებების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და დანერგილ დასაქმების პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გამოიყენება გონივრული მისადაგების პრინციპი, რაც მოიცავს არჩევით სამუშაო ფორმასა და გრაფიკს, ასევე, მათ საჭიროებაზე მორგებულ სამუშაო გარემოს. პირის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ ხორციელდება ინფრასტრუქტურული თუ პროგრამული ცვლილებები.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებსაც სამინისტრო დასაქმებულებს სთავაზობს ტრენინგებისა და სხვა სასწავლო რესურსების სახით.

ხაზი გაესვა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის დანერგვის მნიშვნელობას და შიდა სპორტული ღონისძიებების გარკვეული სახეობების მისაწვდომობასა და ინკლუზიურობას სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებისთვის.

მრგვალი მაგიდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიის ფარგლებში ჩატარდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება