fbpx

შალვა პაპუაშვილი -„აღშფოთებული მოქალაქის“ დადგმული სცენები პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, დონორები, პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ “აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ის აღნიშნავს, დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ.

,,მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:

  • დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს “კეფაში ტყვიით” (ლევან დათუნაშვილი, “ჯემნიუსი”)
  • ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, “სირცხვილია”)
  • საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, “გრასი” / “ფაქტჩეკი”)

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ “აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს. დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება