“ქართული სამზარეულო სიამოვნებაზე მეტია – ის ცოცხალი კულტურაა”-შვეიცარიული გამოცემა Blick

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული
ავიაკომპანია Edelweiss Air-ის ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში,
შვეიცარიული გამოცემა Blick საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ
ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ტურისტული
პროდუქტები, ბუნება, კულინარია და ღვინო.
„რაც ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო საქართველოში მოგზაურობის დროს ეს
ქართული კერძები და ღვინოა, ქართული სამზარეულო სიამოვნებაზე მეტია – ის
ცოცხალი კულტურაა“- წერს Blick.
სტატიაში აღწერილია საქართველოში ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი ტრადიცია,
ქვევრში ღვინის მომზადების წესებით. ავტორი შვეიცარიელ მკითხველს აცნობს
მარანში მიღებულ შთაბეჭდილებს, ასევე ქართულ ეროვნულ კერძებს.

https://www.blick.ch/life/reisen/fernweh/asien/georgiens-kulinarische-vielfalt-der-geheimtipp-fuer-foodies-und-weinliebhaber-id20897515.html

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება