ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს. ასევე საუბარი შეეხო მოსახლეობის საჭიროებებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნაძალადევის გამგებელი – ირაკლი ანდღულაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – თინათინ ნიბლოშვილი და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე -ალექსანდრე ხუჯაძე.