ქართული ბანკები უარყოფენ “იუნისტრიმი“ ს საქართველოში ოპერირების განახლებას

რუსული მედიის ცნობით, რუსულმა საგადახდო სისტემამ „იუნისტრიმმა“ საქართველოში ფულადი გზავნილების გატარება განაახლა. ამის შესახებ კომპანიის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ იულია კავერინამ ე.წ. რუსულ–ქართული საქმიანი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, იტყობინება რუსული მედია.

„რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის ფულადი გადარიცხვები ახლა უფრო გაუმარტივდებათ“, – ციტირებს მედია კავერინას. ქართულ ბანკებში „იუნისტრიმის“ განაღდებებითან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ ხორციელდება.

საგადახდო სისტემა „იუნისტრიმმა“ საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით,  აშშ–ის სანქციების გამო 2023 წლის 21 ივლისიდან შეწყვიტა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება