ქალაქ ბოლნისს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბაგობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და მერიის სივრცითი მოწყობისა დაინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად,ქალაქ ბოლნისში სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.პროექტის ფარგლებში, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობისივრცე, ფანჩატური და მინი-სტადიონი, რომელიც შემოისაზღვრა ორმაგი ბადე-პანელით. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოსასვენებელი სკამები. ამეტაპზე იგება ხელოვნური საფარი.ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლისღირებულება 293 000 ლარს შეადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება