პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა. ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის, რის შემდეგაც საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.