ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

ახლო მომავალში ტოლების ადმინისტრაციულე ერთეულში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება, სადაც მოქალაქეებს, აღნიშნულ სტრუქტურაში, ყველა არსებული სერვისით სარგებლობა შეეძლებათ.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იუსტიციის სახლის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება