დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების
აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკვე მესამე დღეა
აქტიურად მონაწილეობენ.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე
მუშაობენ, რომლის შესახებაც დავალებას საკოორდინაციო შტაბიდან იღებენ.
სამხედროები, ასევე, დრონების საშუალებით სხვადასხვა მიმართულებაზე
დაზიანების აღმოჩენისა და ელექტროენერგიის ოპერატიულად აღდგენის მიზნით,
„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ თანამშრომლობენ. ჯარისკაცები, შტაბთან
კოორდინაციით, ოპერატიულად ეხმარებიან მოსახლეობას და საჭიროების
შემთხვევაში, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.
გურიის რეგიონში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი
ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი,
რომლებიც მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერის მიერ შექმნილი
საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში მონაწილეობენ.