სტიქია ბოლნისში- ძლიერმა წვიმამ რამდენიმე საავტომობილო ხიდი, ბოგირი, საცალფეხო ხიდი და მასთან მისასვლელი გზის ნაწილი დააზიანა

დაიტბორა ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი და საცხოვრებელი სახლები.

სტიქიის ადგილზე დილიდან იმყოფებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და რამდენიმე დღეში გახდება ზუსტი ზარალის ოდენობა ცნობილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება