სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას და განმარტავს,  რომ პენიტენციურ დაწესებულებებში  ბრალდებულ/მსჯავრდებულთა და სამსახურის თანამშრომელთა კვებითი მომსახურება სრულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით ასევე განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, უქმე/სადღესასწაულო დღეებში შექმნილი მიწოდების შეფერხების გამო, სამსახურის მიერ დროებითი ღონისძიების სახით განხორციელდა კვების პროდუქტების ნაწილის შესყიდვა. აღსანიშნავია, რომ უქმე დღეების დასრულების შემდეგ, კომპანიის მიერ საკვები პროდუქტების მიწოდება კვლავ შეუფერხებლად  ხორციელდება.სპეციალური პენიტენციური სამსახური საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ  გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც, როგორც საზოგადოების, ისე  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება