კახა კალაძე-გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. ავრცელებდნენ გოგებაშვილის ქუჩის ფოტომასალას და ადანაშაულებდნენ დედაქალაქის მერიას და მერს, რომ საერთოდ რაზე ვფიქრობთ და რა პროექტებს ვახორციელებთ.
საუბარი იყო იმაზე, თითქოს ქუჩაში განთავსებულ სკამებში დავამონტაჟეთ სანაგვე ურნები, რაც არის დიდი ტყუილი და სიცრუე. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას – ეს არ არის არც მერიის და არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი კარგი ადამიანის მიერ გაკეთებული პროექტი, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი ქალაქი.
ორმა ახალგაზრდამ იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ და ტერიტორიის მოწესრიგების თვალსაზრისით შენობის წინ განათავსა ეს მოსასვენებელი სკამები, სადაც დამონტაჟებულია საყვავილეები და არა ნაგვის ურნები. დღეს ეს სკამები ასე გამოიყურება.