ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან და სამშენებლო სამუშოების მონიტორინგის განყოფილების უფროსთან, გიორგი სიკინჭალაშვილთან, ერთად სოფელ მუშევანში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.პროექტის ფარგლებში 550 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება.ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისიჯამური ღირებულება 275 000 ლარს შეადგენს.