fbpx

სოზარ სუბარი გიორგი მსხილაძეს სალომე ზურაბიშვილზე: ვინც რეზიდენტი დაარქვა, დღეს იმათი ლიდერია – გილოცავთ!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ” კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს განიხილავენ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და განაცხადა – სირცხვილია, როდესაც პრეზიდენტს რეზიდენტს უწოდებთო. ამის საპასუხოდ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მსხილაძეს განუმარტა – „ვინც რეზიდენტი დაარქვა [სალომე ზურაბიშვილს], იმათი ლიდერია დღეს. მომილოცავს! ღმერთმა შეგარგოთ.“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება