სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა გაფრინდაშვილ უწოდებს „საბჭოთა ეპოქის“ ადამიანს

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოეხმაურა ლაშა ბუღაძის მიერ ნონა გაფრინდაშვილზე გაკეთებულ განცხადებას. „ლაშა ბუღაძე და მამამისი, გია ბუღაძე, დღეს გახდნენ ვითომ პატრიოტები, არადა, საბჭოთა პერიოდში გია ბუღაძე ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგებოდა“ – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ნონა გაფრინდაშვილი ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში შექმნა განუმეორებელი ეპოქა. “ლაშა ბუღაძემ ნონა გაფრინდაშვილს საბჭოთა ეპოქის ადამიანი უწოდა. ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი ერის სიამაყე და ყოველთვის ასეთად დარჩება. ის არის ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც ეპოქა შექმნა, რომლის მსგავსი არ განმეორებულა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ისტორიაში – როცა სპორტის ერთ სახეობაში, ერთი ქვეყანა თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო მუდმივად გამარჯვებული. და არა მხოლოდ გამარჯვებული, არამედ ხშირად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2 ქართველი ხვდებოდა ერთმანეთს. ეს ეპოქა სწორედ ნონა გაფრინდაშვილმა შექმნა. ყველა შემდგომი თაობა მის მაგალითზე იზრდებოდა და დღესაც რომ გვაქვს ძალიან ძლიერი საჭადრაკო სკოლა, ესეც მისი დამსახურება. ლაშა ბუღაძე და მამამისი, გია ბუღაძე, დღეს გახდნენ ვითომ პატრიოტები, არადა, საბჭოთა პერიოდში გია ბუღაძე ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ლაშა ბუღაძე კი ბედავს ასეთი გარეწრული განცხადებების გაკეთებას,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება