საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ორგანიზებით, დედაქალაქის 25 საჯარო სკოლაში ნარჩენების მართვისა და გარემოსდაცვის საკითხებზე საინფორმაციო სესიები ტარდება.V-X კლასის მოსწავლეები ბაზისურ ცოდნას იძენენ ისეთ მნიშვნელოვანსაკითხებზე, როგორიცაა ნარჩენების მართვის პოლიტიკა, ეროვნულიკანონმდებლობა, საერთაშორისო გამოცდილება, არსებული გამოწვევები,განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, ასევე, ამ პროცესში საზოგადოებისროლი.მოსწავლეებს ნარჩენებისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე დამზადებულისასაჩუქრე პაკეტებიც გადაეცემათ.43-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორიგიორგი პაპავა დაესწრო.„პრეზენტაციის დროს მოზარდები საჭირო ინფორმაციას იღებენ გარემოს დაცვისადა ნარჩენების მართვის თემაზე. საინფორმაციო სესიების მიზანია ამმიმართულებით საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება.მსგავსი შეხვედრები 25 საჯარო სკოლაში ჩატარდება და საერთო ჯამში, 750მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტისძალებით შეუძლებელია ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული, თუმოსახლეობაც არ შეგვიწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვებმასკოლის ასაკიდანვე ისწავლონ, რა ტიპის ნარჩენი სად უნდა განათავსონ, რა არისდაშვებული და რა – კანონდარღვევა“, – განაცხადა გიორგი პაპავამ.პროექტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსურიმხარდაჭერით, „თბილსერვის ჯგუფი“ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითიცენტრი (Rec Caucasus) ახორციელებს.