შეკრებილ აუდიტორიას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა საბა ასლამაზიშვილმა, პარლამენტის წევრმა გია ბენაშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
ფესტივალი წელს 1 ივნისიდან 8 ივნისამდე გაგრძელდება და მასში 12 თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას.