930 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში გზა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარით მოპირკეთდება, ასევე მოწესრიგდება მიმდებარე ჩიხებისა და ეზოების შესასვლელები.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 850 000 ლარია.