სიღნაღის თეატრში, ჟურნალ ,,ლიტერატურული სიღნაღის” პრეზენტაცია გაიმართა

პრეზენტაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, მწერალთა კავშირის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი თამაზ ხმალაძე, სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, პოეტი დავით შემოქმედელი, მწერალთა კავშირის წევრები: გიორგი გოგოლაშვილი და იანელ კოჭლამაზაშვილი დაესწრნენ.

ჟურნალის შესახებ ისაუბრა რედაქტორმა ანზორ სიფრაშვილმა, ხოლო ჟურნალში დაბეჭდილი ნაწარმოებები ავტორებმა წარადგინეს.

ანზორ სიფრაშვილი, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, რომანისთვის ,,ვახტანგ გორგასალი“ საქართველოს მწერალთა კავშირმა გიორგი ლეონიძის სახელობის პრემიით დააჯოლდოვა.

შეხვედრა, მწერალ ანზორ სიფრაშვილის ინიციატივით და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება