სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ ფარგლებში, ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობა, ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებულმა სამუსიკო სკოლისა და სამრევლო სკოლის გუნდებმა მიიღეს

ახალციხის სასულიერო სემინარიასთან არსებულმა არალისა და უდის სამრევლო სკოლის გუნდმა ‘ირმისა”-მ, ნომინაციაში ‘ფოლკლორული ანსამბლები ” პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ნომინაციაში ” აკადემიური გუნდები” – მესამე ადგილზე ადიგენის სამუსიკო სკოლის მომღერალთა გუნდი გავიდა.

ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურსი ქალაქ მარნეულში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას, ჯამში 400 მოზარდი იღებდა. მონაწილე ახალგაზრდებს პროექტის ხელმძღვანელმა პირებმა და ჟიურის წევრებმა მოუსმინეს და ქულების საფუძველზე გამარჯვებულები შეარჩიეს.

კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ ააიპ „დემოსის“ ინიციატივით მე-5 წელია იმართება ქალაქ მარნეულში. ფესტივალის მიზანია, როგორც ქართული სიმღერის და კულტურის პოპულარიზაცია, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენაა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება