საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, სემეკში სკოლისმ ოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებსაჯარო ლექცია ჩატარდა. ლექციას ესწრებოდნენ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ქ. თბილისის 166-ე და 54-ე საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები.სემეკის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სკოლის მოსწავლეებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებაში. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პროფესიონალ კადრებზე:„სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, დავაინტერესოთ სკოლის მოსწავლეები ენერგეტიკის სექტორით, მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია, რათა შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება პროფესიის არჩევისას. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, შესაბამისად, დარგის განვითარება ხელს შეუწყობს უფრო მეტი სარგებლის მოტანას როგორც სექტორისთვის,ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. დღეს, მოსწავლეებს ლექციის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მივაწოდეთ მათთვისსაჭირო და საინტერესო ინფორმაცია. გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვუმასპინძლოთ სხვა სკოლების მოსწავლეებსაც“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.საჯარო ლექციის ფარგლებში, მოსწავლეები პრაქტიკაში გაეცნენ ინოვაციური ელექტრო მოწყობილობების შესაძლებლობებს, დაათვალიერეს მზის პანელები, რომლისსაშუალებითაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება სემეკის ელექტროენერგიის მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიებისშესახებ მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია წარადგინა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თორნიკე აფრიაშვილმა.