საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) წევრმა, გივი სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკისმარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) 22-ე ყოველწლიურ კონფერენციასადა გენერალურ ასამბლეაში, რომელიც ომანის სასულთნოში, ქ. მასკატში გაიმართა.გივი სანიკიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ენერგეტიკის სექტორშიარსებული სიახლეები და დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის რეგულირების მე-9მსოფლიო ფორუმის მოსამზადებელი ეტაპის შესახებ, რომელიც ქ. თბილისში 2026 წელსჩატარდება. კომისიის წევრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სემეკისმარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევანენუქიძემ.ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა დააზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე,ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორისამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი, ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.