სემეკის პრეს-სპიკერმა ქეთევან ბერიკაშვილმა, NARUC-ის ექსპერტის რანგში, მონაწილეობა მიიღო სამდღიან ვებინარში, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ეგიდით გაიმართა. ქეთევან ბერიკაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია სემეკის პროექტის “მედია კლუბის”, რებრენდინგის და ეფექტური კომუნიკაციის შესახებ. მან მონაწილეებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით სემეკის გამოცდილება გააცნო.
ცენტრალური აზიის ენერგეტიკის მარეგულირებელი პარტნიორობის პროგრამა ტაჯიკეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების სამინისტროს (MoEWR) , ენერგეტიკის ზედამხედველობის ორგანოსა (ESA) და ანტიმონოპოლიურ სააგენტოსთვის (AA) გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას ისახავს მიზნად. პროგრამა გულისხმობს როგორც ტექნიკურ სფეროში დახმარებას, ისე რეგულირების სფეროში შესაძლებლობების გაუმჯობესებას. NARUC-ის ექსპერტები და მონაწილეები იმსჯელებენ ტაჯიკეთის მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შესახებ.