სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები 295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა
კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების – შპს „თბილისი ენერჯის“,
სს „საჩხერეგაზის“, სს „ენერგოკავშირის“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზისა“ და
შპს „თელავგაზის “ მიერ 2025-2029 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები
შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი
ინვესტიციების მოცულობა 295,174,942 ლარს შეადგენს.
კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების მიზანია
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის საიმედოობის/მდგრადობისა და ეფექტიანი
ოპერირების ხელშეწყობა, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფა,
ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და დანაკარგების შემცირება.
შპს „თბილისი ენერჯი“ 2025-2029 წლებში 173,085,793 ლარის ინვესტიციას
განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში
კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან,
მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას.
სს „საჩხერეგაზის“ მიერ 2025-2029 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო
მოცულობა 396,572 ლარს შეადგენს, ხოლო სს „ენერგოკავშირი“ 2025-2029 წლებში
განახორციელებს 279,690 ლარის ინვესტიციას. კომისიასთან შეთანხმებული პროექტების
შესაბამისად, კომპანიების მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამორტიზებული მრიცხველების
ახლით ჩანაცვლება.
შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2025-2029 წლებში 52,289,681 ლარის ინვესტიციას
განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ – 65,549,206 ლარის, ხოლო შპს „თელავგაზი“ – 3,574,500
ლარის ინვესტიციას. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან,
მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება