სახელმწიფო რწმუნებული მესტიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მესტიაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან, მესტიის მერ კახა ჟორჟოლიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ზაფხულის ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები. აღინიშნა, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მესტიაში ტურიზმის ხელშეწყობის შედეგად 800-ზე მეტმა დიდმა და საოჯახო ტიპის სასტუმრომ დაიწყო ფუნქციონირება, მესტიის ბიუჯეტში კი ადგილობრივი შემოსავლები 600 ათასი ლარიდან, 19 მილიონ ლარამდე გაიზარდა; გაიხსნა ახალი საბაგიროები და მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო ზუგდიდი-მესტიის გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ზუგდიდი – ჯვარი – მესტია – ლასდილის საავტომობილო გზის 12.5-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. (81 – 94 კილომეტრის
მონაკვეთი) პროექტით ხორციელდება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, 4 არსებული ხიდის შეკეთება, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 22 მილიონი ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს 97-110-კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და 3 არსებული ხიდის რეაბილიტაცია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 21, 6 მილიონი ლარია.

ამასთანავე, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება მდინარე ხუბურზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრზე. ხიდის სიგრძე 20 მეტრია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება