საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენცნიო და
საგამოფენო ბიურომ საფრანგეთში, ლიონში, საერთაშორისო „როუდშოუში“
მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ტურიზმისა და ავიაციის სფეროში
მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ Aviareps გამართა.
“როუდშოუს“ ფარგლებში, საქართველოს საქმიანი ტურისტული
მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. მოლაპარაკებები შედგა
წამყვან კომპანიებთან, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების
მიზნით.
“როუდშოუს“ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან 80 ტუროპერატორი
ესწრებოდა.