საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გარდაბანში  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 13 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 20 კილომეტრს აღემატება, რომელიც ეტაპობრივად მოიცავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს. შიდა საუბნო გზების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა: ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში1 064 000 ლარი-2 067 მეტრი,სოფელ ვაზიანში 1 246 345 ლარი-1 550 მეტრი,თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 74 556 ლარი -1 521 მეტრი; კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში 707 852 ლარი -1 457 მეტრი, მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში 8 834 884 ლარი-10 822 მეტრი და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში 1 163 321 ლარი-2 478 მეტრი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება