საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
პრეზიდენტმა “კიკვიძის პარკში” არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მიხეილ ყაველაშვილი: “ 9 მაისი არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ფაშიზმზე გამარჯვებით ახალი ისტორია დაწერა! ამ ისტორიის შექმნაში კი ქართველებს დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი.
დიდ პატივისცემას ვუდასტურებ ჩვენს გმირ ვეტერანებს და ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული თანამემამულეების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაიშურეს თავისუფლებისა და მშვიდობისათვის.”
მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა.