საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა სომეხთა კათალიკოსთან, გარეგინ მეორესთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველ და სომეხ ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მეგობრობასა და ქართულ მართლმადიდებლურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას.

მიხეილ ყაველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს, გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება