“საქართველოს კრემლს არავინ აჩუქებს, სისხლის არ გვეშინია- “ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდი რევოლუციას აანონსებს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერი ლადო გამსახურდია საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში „რევოლუციითა და სისხლით“ იმუქრება.

შესაბამისი განცხადება მან ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ეს იქნება რევოლუცია. და დემოკრატიულმა სამყარომ მხარი უნდა დაუჭიროს ამ რევოლუციას“, – განაცხადა სამხედრომ, რომელიც უკრაინის მხარეს კურსკში იბრძვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება