საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს  შეხვდა

მხარეებმა იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის  მნიშვნელობას ორი ქვეყნის  იურიდიული სფეროს წარმომადგენლებს  შორის გამოცდილების გაზიარებისათვის.

შეხვედრაზე იმსჯელეს, აგრეთვე, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.

პაატა სალიამ აშოტ სმბატიანს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტებიც გააცნო. მინისტრმა გამოხატა მზაობა, სომეხ კოლეგას თბილისში უმასპინძლოს.

შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება