ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ვეტერან ძიუდოსტთა შორის ევროპის
ჩემპიონატში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა
წარმატებით იასპარეზეს. სერჟანტმა დავით უძილაურმა 81 კგ წონით
კატეგორიაში და ალექსი დავითაშვილმა აბსოლუტურ +100 კგ კატეგორიაში
პირველი ადგილები მოიპოვეს და ოქროს მედალოსნები გახდნენ.