fbpx

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში  

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსი, პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე  შეკრებილ  საზოგადოებას პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა  ჟღენტმა მიმართა, ელჩმა აქცენტი გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობასა და საქართველო-პოლონეთის ისტორიულ მეგობრობაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ქართული დიასპორის წევრებმა, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ. საღამოზე გაჟღერდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კომპოზიციები, რომლებიც  სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა  მუსიკოსმა ირაკლი შარაძემ  შეასრულა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება