ღონისძიებების გამართვაც.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ასევე, ნიდერლანდებში, ქ.ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები.
26 მაისის აღსანიშნავად , ლევილის ქართველთა მამულში გაიმართება ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი ფესტივალი.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ესპანეთში დაგეგმილია ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის პერფომანსი ალკალას თაღის ქვეშ, ასევე მოეწყობა ქართული ფოლკლორული კონცერტი ბილბაოში საპატრიარქოს გუნდისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით. ესპანეთში, ქ. ბარსელონაში კი გაიმართება გამოფენა – Sspectacular Georgia.
იტალიაში, ქ. მილანში მოეწყობა ფოტო-გამოფენა „ქართული თეატრალური მხატვრობის ევროპული გზა“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, კირილე ზდანევიჩის, პეტრე ოცხელის, სერგო ქობულაძის ნამუშევრები, ქ. ბარიში კი გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და კონცერტი ქართული ანსამბლის „თეატრალური კვარტეტი“ შესრულებით.
26 მაისთან დაკავშირებით, ვატიკანში გაიმართება გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი მუსიკოსები.
შვედეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ნუცა ბუზალაძისა და ქართველი/შვედი მომღერლის საბინა ჭანტურიას მონაწილეობით, ასევე, შვედური ანსამბლი „რილტონის მეგობრები“ შეასრულებს ქართულ სიმღერებს.
შვეიცარიაში ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება სამ სხვადასხვა რეგიონში, ნიდერლანდებში კი გაიმართება ანსამბლ „ საქართველოს“ კონცერტი.
ბულგარეთში, 26 მაისის აღსანიშნავად, სოფიას უნივერსიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნება, ამასთან, ქ. პლოვდივის ძველი ქალაქის სამუზეუმო კომპლექსის ერთ-ერთ ღია სივრცეში, საქართველოს ეროვნული პარკების ამსახველი გამოფენა მოეწყობა. ასევე, იგეგმება „ვეფხისტყაოსნის“ ბულგარულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.
მოლდოვაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ანსამბლ „აფხაზეთის“ მონაწილეობით.
26 მაისთან დაკავშირებით, ლატვიაში ქართული ფილმის „ მონანიების“ ჩვენება გაიმართება.
უნგრეთში, ქ. კესტჰეიში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – აჭარის კულტურის დღე გაიმართება.
იაპონიაში კი ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში გაიმართება ქართული ფესტივალი, ასევე, ქ. კაგოშიმაში, დაგეგმილია პირველი საპატიო საკონსულოს გახსნის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიების გამართვაც.
კორეის რესპუბლიკაში, ადგილობრივ მაუწყებლობაში დაგეგმილია ქართული სიმღერების გაჟღერება, ამასთან დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, Seoul Friendship Festival-ში საელჩოებისთვის გამოყოფილ ზონაში ქართული კუთხე მოეწყობა, ასევე დაგეგმილია ლექციის გამართვა საქართველოს შესახებ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,ბრაზილიაში გაიმართება „თეატრალური კვარტეტის“ კონცერტი.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თურქმენეთში მოეწყობა საქართველოს შესახებ ფოტო – გამოფენა.
ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები ასევე მოეწყობა ავსტრიაში, ლუქსემბურგში, გერმანიაში ( ბერლინში და ქ. მაინის ფრანკფურტში,) დანიაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ქ. ჟენევაში, პოლონეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, სერბეთში, ქ. სტამბოლში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყაზახეთში, ჩინეთში, კუბაში, ქ. ნიუ – იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით.