fbpx

საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე , ევროპაში კი 16-ე პოზიცია დაიკავა

საქართველოს წარმატების შესახებ ცნობილი გახდა ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევის შემდეგ, რომელიც 48 ქვეყანაში ჩატარდა. NCSI-ის ინდიკატორები შემუშავებულია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით. NCSI ყურადღებას ამახვილებს ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ კიბერუსაფრთხოების გაზომვადი ასპექტებზე: 1. მოქმედი კანონმდებლობა – სამართლებრივი აქტები, დებულებები, ბრძანებები და ა.შ. 2. შექმნილი ერთეულები – არსებული ორგანიზაციები, განყოფილებები და ა.შ. 3. თანამშრომლობის ფორმატები – კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები და ა.შ. 4. შედეგები – პოლიტიკა, სავარჯიშოები, ტექნოლოგიები, ვებგვერდები, პროგრამები და ა.შ. საქართველომ უმაღლესი, 100%-იანი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან ინდიკატორებში როგორიცა, 1. კიბერუსაფართხოების პოლიტიკა; 2. პირადი მონაცემების დაცულობა და 3. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ნაციონალური კიბერუსაფრთხოებს ინდექსს „ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდი“ აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დებარეობს.

https://ncsi.ega.ee/country/ge

ncsi.ega.ee

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება