სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ახალგაზრდებისთვის ინფო-ტური მოეწყო

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მერიასთან არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ახალგაზრდული პარლამენტის წევრებისთვის შემეცნებითი ხასიათის ინფო-ტური მოეწყო.

მსურველებმა მოინახულეს ტელეფისის ციხე, გამოჩინებულის (ზანდოს) წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.

ტური შემეცნებითი ხასიათის იყო და ახალგაზრდები ღირსშესანიშნავი ადგილების ისტორიას და მათ მნიშვნელობას გაეცნენ.

მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ახალგაზრდებს ტურის მიმდინარეობისას პრეზენტაციით შეუერთდა.

მერიის ინიციატივით, ახალგაზრდებისთვის მსგავსი შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები პერიოდულად ეწყობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება